• თბილისი
  • 9°C
  • 17 ნოემბერი, 2019
article

ირანში ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული რუსი ჟურნალისტი გაათავისუფლეს

რუსული მედიის ცნობით, ირანის მთავრობამ დაკავებული რუსი ჟურნალისტი იულია იუზიკი გაათავისუფლა. 

ინფორმაცია ჟურნალისტის დაკავების შესახებ 4 ოქტომბერს გავრცელდა. პირველადი ინფორმაციით, იულია იუზიკს ისრაელის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობა ედებოდა ბრალად და 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა.

იუზიკის კოლეგის მონაყოლის მიხედვით, ჟურნალისტი თეირანში კორესპონდენტად მუშაობდა და ცოტა ხნის წინ ისევ გაემგზავრა ირანში. აეროპორტში მას პასპორტი ჩამოართვეს, 3 ოქტომბერს კი სასტუმროს ნომერში „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ წევრები შეუვარდნენ და დააკავეს.მოგვიანებით ირანში განაცხადეს, ეს ინფორმაცია მცდარია და დაკავება ვიზის მიღებას უკავშირდებოდა.

იუზიკი გაზეთ Комсомольская правда-სა და ჟურნალ Русский Newsweek-ში მუშაობდა, 2000-იან წლებში კი წიგნების წერა დაიწყო. ის კავკასიაში ტერორიზმის თემაზე რამდენიმე წიგნის ავტორია, მუშაობდა ცხელ წერტილებშიც. 


თეგები :