• თბილისი
  • 25°C
  • 19 ოქტომბერი, 2019
article

შოტლანდიას ბრექსიტის შემთხვევაში ევროკავშირის წევრად დარჩენა სურს

ბრექსიტის შემთხვევაში შოტლანდი აპირებს, მაინც დარჩეს ევროკავშირის შემადგენლობაში. ამის შესახებ შოტლანდიის პირველმა მინისტრმა ნიკოლა სტარჯონმა ბერლინგი გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.

სტარჯონმა იმედი გამოთქვა, რომ დიდი ბრიტანეთი არ დატოვებს ევროკავშრის და თუ ეს მოხდება "შოტლანდიას უნდა შეეძლოს გახდეს ევროკავშირის დამოუკიდებელი წევრი".

"რათა ჩვენ, როგორც ევროპული ოჯახის წევრმა, დავიცვათ ჩვენი პოზიცია და ჩვენი ინტერესები", - დასძინა ნიკოლა სტარჯონმა.

2014 წელს შოტლანდიაში დამოუკიდებლობის შესახებ პირველი რეფერენდუმი გაიმართა, სადაც მოქალაქეების უმეტესობამ, 55%-მა გაერთიანებულ სამეფოში დარჩენა ისურვა.

2016 წლის ზაფხულში დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის რეფერენდუმში, შოტლანდიელთა 62%-მა მხარი დაუჭირა ქვეყნის ევროკავშირში დარჩენას.


თეგები :