• თბილისი
  • 24°C
  • 18 ოქტომბერი, 2019
article

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიის გეგმა წარადგინა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიის გეგმა წარადგინა.

არაბულმა სახელმწიფოებმა, ისრაელის პრემიერ-მინისტრის გეგმა მოახდინოს ოკუპირებული ნაწილის ანექსია, დაგმეს.

სამშაბათს, ნეთანიაჰუმ იორდანიის ველსა და მკვდარი ზღვის ჩრდილოეთ ნაწილზე ისრაელის სუვერენიტეტის გამოცხადება დააანონსა.

იორდანიაში, საუდის არაბეთსა და თურქეთში, ნეთანიაჰუს ამ გადაწყვეტილებას მკაცრი კრიტიკა მოჰყვა.

პალესტინის მთავარმა დიპლომატმა განაცხადა, რომ ეს იქნება „ცალსახად უკანონო“, ხოლო ნათანიაჰუს მიერ ანექსიის გეგმის წარდგენა„სამუდამოდ დამარხავს მშვიდობის იდეას“.

„დღეს მე ვაცხადებ წინადადებას, ახალი მთავრობის დამტკიცების შემდეგ, ისრაელმა აღადგინოს სუვერენიტეტი იორდანიის ველსა და მკვდარი ზღვის ჩრდილოეთ ნაწილზე“,- განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ნეთანიაჰუს განცხადებით, ეს არჩევნების შემდეგ მოხდება, როდესაც ისრაელელი ამომრჩეველი შესაბამის მანდატს მიანიჭებს.

1967 წელს ისრაელმა დასავლეთ სანაპიროს ოკუპაცია მოახდინა.

აღსანიშნავია, რომ პალესტინელები მთელ ტერიტორიას ითხოვენ მომავალი დამოუკიდებელი სახელმწიფოსთვის. ნეთანიაჰუ განცხადებით კი ისრაელი ყოველთვის შეინარჩუნებს იორდანიის ველს სამშვიდობო მიზნებისთვის.


თეგები :