• თბილისი
  • 5°C
  • 06 დეკემბერი, 2019
article

იაპონიას უძლიერესმა ტაიფუნმა "ფაქსაიმ" დაარტყა

იაპონიას ტაიფუნმა "ფაქსაიმ" დაარტყა. ელექტროენერგია არ მიეწოდება 900 000 ოჯახზე მეტს.

ტაიფუნის შედეგად ქალაქ კანაგავა ელექტრო ენერგიის გარეშეა დარჩენილი. იაპონური საინფორმაციო სააგენტო Kyodo-ს ინფორმაციით, დაშავდა 30 ადამიანი, ხოლო დაიღუპა ერთი.

ჰაერის მასები 210 კმ/სთ სიჩქარით გადაადგილდება. მეტეოროლოგების განმარტებით, „ფაქსაი“ ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ტაიფუნია, რომელსაც იაპონიისთვის მიუღწევია.

იაპონიაში, რამდენიმე საათის განმავლობაში ფრენები და სარკინიგზო მიმოსვლა დროებით შეჩერდა.

ტაიფუნი „ფაქსაი“ კვლავ წყნარი ოკეანის მიმართულებით გადაადგილდება. მეტეოროლოგების განცხადებით, არსებობს დატბორვისა და წყალდიდობების რისკი.


თეგები :