• თბილისი
  • 22°C
  • 23 სექტემბერი, 2019
article

ერდოღანი: მიუღებელია რომ თურქეთს ბირთვული იარაღის ფლობის უფლება არ აქვს

თურქეთის პრეზიდენტის რეჯებ ტაიპ ერდოღანის თქმით, მიუღებელია რომ თურქეთს ბირთვული იარაღის ფლობის უფლება არ აქვს. თურქეთის პრეზიდენტის განცხადებას Reuters-ი ავრცელებს.

"ზოგიერთი ქვეყანა ფლობს რაკეტებს, რომელთაც ბირთვული იარაღს გადატანა შეუძლიათ, არა ერთი და ორი. მაგრამ ისინი გვეუბნებიან, რომ ჩვენ არ შეგვიძლია მათ ფლობა. ეს ჩემთვის მიუღებელია“, - თქვა ერდოღანმა გუშინ, 4 სექტემბერს, ქალაქ სივაში, პარტია AK-ის წევრებთან შეხვედრისას.

ერდოღანმა ასევე თქვა, რომ „მსოფლიოში არ არსებობს განვითარებული ერი, რომელიც ბირთვულ იარაღს არ ფლობდეს“.

თურქეთს პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია თუ რა გეგმები აქვს მომავალში აღნიშნულთან დაკავშირებით.

1980 წელს თურქეთმა ხელი მოაწერა ბირთვული განიარაღების ხელშეკრულებას, 1996 წელს კი ბირთვული გამოცდის აკრძალვის შესახებ ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც თურქეთის ტერიტორიაზე იკრძალება ბირთული დეტონაცია, ნებისმიერი მიზნით.


თეგები :