• თბილისი
  • 29°C
  • 19 სექტემბერი, 2019
article

ჯონ ბოლტონმა რუსეთი ტექნოლოგიების მოპარვაში დაადანაშაულა

აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა რუსეთი ახალი შეიარაღების წარმოებისთვის საჭირო ტექნოლოგიების  მოპარვაში დაადანაშაულა, - ამის შესახებ განცხადება ჯონ ბოლტონმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში გააკეთა.

მისივე თქმით, არხანგელსკის ოლქში მდებარე სამხედრო პოლიგონზე მომხდარი ინციდენტი აჩვენებს, რომ რუსეთი ცდილობს, შექმნას ისეთი საშუალებები, რომლითაც ბირთვული იარაღის გადატანა გახდება შესაძლებელი.

„რუსეთის ეკონომიკა სიდიდით ნიდერლანდების ეკონომიკას არ აჭარბებს, თუმცა მიუხედავად ამისა რუსეთი თავდაცვაზე იმ თანხას ხარჯავს, რომელიც მათ ბირთვული არსენალის მოდერნიზაციისა და ბირთვული იარაღის გადატანის ახალი საშუალებების შექმნის შესაძლებლობას აძლევს. ახალი ტიპის ფრთოსანი რაკეტების ტექნოლოგია დიდწილად ამერიკიდანაა მოპარული“, – განაცხადა ბოლტონმა.

ბოლტონმა ასევე განაცხადა, რომ აშშ შეშფოთებულია, რადგან მსგავსი ტექნოლოგიები შესაძლოა, სხვა ქვეყნებსაც ჩაუვარეს ხელში.


თეგები :