• თბილისი
  • 19°C
  • 24 ოქტომბერი, 2019
article

ტრამპი: ამერიკამ უნდა დაგმოს რასიზმი, სიძულვილი და თეთრი რასის უპირატესობა

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაგმო „რასიზმი, სიძულვილი და თეთრი რასის უპირატესობა".

აღნიშნული განცხადება ტრამპმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ტეხასსა და ოჰაიოში განხორციელებულ ორ სხვადასხვა თავდასხმას 29 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

ტრამპი ასევე გამოვიდა ინიციატივით, ქვეყანაში ფსიქიკური ჯანმრთელობის რეფორმა გატარდეს და გაფართოვდეს სიკვდილით დასჯა  მასობრივი მკვლელობების შემთხვევაში.

"მენტალური ჯანმრთელობის პრობლემებმა და სიძულვილმა გაისროლა ის იარაღი და არა თავად იარაღმა", - განაცხადა ტრამპმა დღეს თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე.

შტატების პრეზიდენტის თქმით, ამერიკაში არ არის სიძულვილის ადგილი.

"ჩვენ ყველამ ერთად, ერთ ხმაში უნდა დავგმოთ რასიზმი, ფანატიზმი და თეთრი რასის უპირატესობა. უნდა დავამარცხოთ ეს ბოროტი იდეოლოგიები. სიძულვილის ადგილი ამერიკაში არ არის", - თქვა ტრამპმა.

კვირას შეიარაღებულმა თავდამსხმელმა ქალაქ დეიტონში, ოჰაიოს შტატში, ხალხმრავალ ადგილას ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც დაიღუპა 9 და დაშავდა 27 ადამიანი.

 

მანამდე ტეხასის შტატში, ელ პასოში, სავაჭრო ცენტრ Walmart-ში თავდასხმის შედეგად, დაიღუპა 20 ადამიანი და დაიჭრა 26.


თეგები :