• თბილისი
  • 34°C
  • 22 აგვისტო, 2019
article

ისრაელის პრემიერი: ჩვენს საბრძოლო თვითმფრინავებს ახლო აღმოსავლეთის ნებისმიერ ადგილას მიღწევა შეუძლია, მათ შორის არის ირანი და სირია

უცხოური მედიის ცნობით, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ირანს დაემუქრა.

"ჩვენს საბრძოლო თვითმფრინავებს ახლო აღმოსავლეთის ნებისმიერ ადგილას მიღწევა შეუძლია, მათ შორის არის ირანი და სირია“, – განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.

ეს განცხადება, ისრაელის პრემირმა, ირანს და აშშ-ს შორის ურთიერთობების გამწვავების ფონზე გააკეთა. 24 ივნისს დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა სანქციების ახალ პაკეტს, რომელიც ირანის უზენაეს ლიდერ აიათოლა ალი ხამენეიზე და სხვა ირანელ მაღალჩინოსნებზე ვრცელდება.

ირანსა და აშშ-ის შორის ურთიერთობები განსაკუთრებით მას შემდეგ გამწვავდა, რაც 2015 ირანული ატომის მრავალწლიანი პრობლემის დარეგულირების მიმართულებით მიღწეული შეთანხმებიდან გავიდა.

 

 


თეგები :