• თბილისი
  • 13°C
  • 19 ნოემბერი, 2019
article

HBO-ს „ჩერნობილი“ - როგორია რეალური ისტორია

HBO-ს ახალი სერიალი ჩერნობილის კატრასტროფის შესახებ, საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. „ჩერნობილის“ პირველი სერია ამერიკული ტელეარხის ეთერში 6 მაისს გავიდა და ის უკვე მაყურებელთა შეფასებებით სატელევიზიო სერიალებში ლიდერია. IMDb-ის 74 573 მომხმარებლის დაფიქსირებული ხმებით, მისი რეიტინგი ამ დროისთვის 9,7-ია.

როგორც ყველასთვის ცნობილია, ჩერნობილი საბჭოთა ეპოქის ატომური ელექტროსაგურია, რომელიც 1986 წელს, რეაქტორის აფეთქების შემდეგ, ათობით ადამიანის სიკვდილის მიზეზი გახდა. ატმოსფეროში გაფანტულმა რადიაციამ კი უამრავი ადამიანი შეზღუდული შესაძლებლობის მქონედ აქცია.

სერიალის ზოგიერთი გმირი რეალურად არსებობდა, ზოგი კი სცენარისტების მიერ გამოგონილი პერსოჟია. სცენარის შექმნა სვეტლანა ალექსეივიჩის წიგნზე „ჩერნობილის ხმები: ბირთვული კატასტროფის ისტორია“ დაყრდნობით ხდება.

ვალერი ლეგასოვი

ვალერი ლეგასოვი სერიალში ქიმიკოსის როლს თამაშობს, რომელიც გორბაჩოვმა ატომურ სადგურში პრობლემების მოსაგვარებლად გააგზავნა. ის, იყო ერთადერთი, რომელიც საბჭოთა ქიმიკოსებს, რომლებიც მოსალოდნელი კატასტროფის დამალვას ცდილობდნენ, წინ აღუდგა. სერიალში მის როლს ჯარედ ჰარისი თამაშობს. იყო თუ არა ის რეალური პერესონაში? დიახ.

კატასტროფის შემდეგ, ლეგასოვს დიდხანს აღარ უცხოვრია. ის 1988 წელს, 51 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის რეალურად ხელმძღვანელობდა ბირთვული კატასტროფის შესახებ მიმდინარე გამოძიებას. როგორც უცხოელი კოლეგები იხსენებენ, საბჭოთა კავშირთან შედარებით, რომელიც წელავდა საზოგადოებისთვის მომხდარზე ინფორმაცია მიეწოდებინა, ლეგასოვი ღიად საუბრობდა კატასტროფის გამომწვევი მიზეზების და შედეგების შესახებ.

ბორის შჩერბინა

ასევე რეალური პიროვნება იყო ბორის შჩერბინა. History.com-ის მიხედვით, ის საბჭოთა მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე დაკომისიის თავმჯდომარე იყო, რომელიც საქმიანი ვიზიტით ციმბირში იმყოფებოდა და მომხდარი მოვლენების გამო, უკრაინაში გაგზავნეს. შჩერბინა იყო პიონერი რადიაციის შესაწყვეტად დაწყებულ იდეათა ბრეინსტორმინგში და მანვე შესთავაზა კრებას მცენარეთა წყლის გამოყენების იდეა.

ბრძანების მოსვლისთანავე, შჩერბინამ გასცა ევაკუაციის სასწრაფო ბრძანება პრიპიატში.

ულანა ხომიუკი

გენიალური ბელორუსელი ფიზიკოსი, ულანა კომიუკი სერიალში ერთ-ერთია, ვინც ლეგასოვთან ერთად ცდილობს კატასტროფის თავიდან აცილებას, თუმცა რეალურად, ის სცენარისტების მიერ გამოგონილი პერსონაჟია. თუმცა აღსანიშნავია ის, რომ პერსონაჟი პროტიტიპია სხვა ბევრი მეცნიერი ქალის, რომელიც ჩართული იყო აქტიურად პროცესში.

ვასილი იგნატენკო

ერთ-ერთი პერსონაჟი, რომელსაც სერიალის შემქმნელებმა საკმაოდ დიდი დრო დაუთმეს, მეხანძრე ვასილი იგნატენკოა, რომელიც იმ ხანძარს ებრძოდა, რომლის ჩაქრობაც შეუძლებელი იყო. ის ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც გამოეხმაურა გამოძახებას და რადიაციის ყველაზე მაღალი დოზა მიიღო. 

ვასილი იგნატენკო საავადმყოფოში მიყვანიდან 14 დღეში გარდაიცვალა, ისევე, როგორც სხვა მეხანძრეები, რომლებიც აფეთქების ღამეს რეაქტორთან იმყოფებოდნენ.

ვასილის მოგონებები და განცდები მისმა ცოლმა, ლიუდმილა იგნატენკომ შემოინახა, შემდეგ კი სვეტლანა ალექსიევიჩს გადასცა წიგნისთვის.

ნაწყვეტი წიგნიდან: 

„ახალდაქორწინებულები ვიყავით და ჯერაც ხელჩაკიდებულები დავდიოდით, მაშინაც კი, როცა მაღაზიაში რაიმეს ვყიდულობდით. ხშირად ვეუბნებოდი, მიყვარხარ-მეთქი, მაგრამ მაშინ წარმოდგენაც არ მქონდა, რამდენად ძლიერი იყო ეს გრძნობა.

სახანძრო განყოფილების საერთო საცხოვრებელში სამ ახალგაზრდა წყვილთან ერთად ვცხოვრობდით. საზიარო სამზარეულო გვქონდა. ქვედა სართულზე სახანძრო მანქანები ეყენა. ეს იყო მისი სამსახური. 

ერთ ღამეს აფეთქების ხმამ გამაღვიძა. ფანჯრიდან გავიხედე. ვასილიმ დამინახა და მითხრა: "ფანჯარა დახურე და დაიძინე. რეაქტორთან ხანძარია. მალე დავბრუნდები".

აფეთქება არ დამინახავს, მხოლოდ ცეცხლი. ყველაფერი გადანათებული იყო. მთელი ცა. ცეცხლი საკმაოდ მაღლა აღწევდა. კვამლიც იყო. აუტანლად ცხელოდა, ის კი ჯერ არ ბრუნდებოდა. ცეცხლი მთელ სახურავს იყო მოდებული. მოგვიანებით მითხრა, იქ გავლა კუპრში სიარულს ჰგავდაო. 

ცდილობდნენ, ცეცხლი ჩაექროთ. სპეციალური აღჭურვილობა არ ჰქონიათ. გავარვარებულ გრაფიტებს ფეხით წევდნენ გვერდით. რადიაციის რისკის შესახებ ისინი არავის გაუფრთხილებია. 

დილის შვიდ საათზე მითხრეს, საავადმყოფოშიაო. მაშინვე იქ გავიქეცი, მაგრამ პოლიცია უკვე მობილიზებული იყო. არავის უშვებდნენ, სასწრაფოს მანქანების გარდა. პოლიციელმა დაიყვირა: "სასწრაფოს მანქანები რადიოაქტიურია, გვერდით გაიწიეთ"

მერე კი დავინახე... მთლიანად დასიებული იყო. თვალები აღარ უჩანდა. 

– რძე სჭირდება, ძალიან ბევრი რძე, - მითხრა მეგობარმა, - თითოეულმა სამი ლიტრი მაინც უნდა დალიოს. 

– ჰო, მაგრამ რძე რომ არ უყვარს?!

– ახლა უნდა შეიყვაროს. 

უამრავი ექიმი და მედდა, განსაკუთრებით ისინი, ვინც მიმღებში მუშაობდნენ, თვითონაც დაავადდებოდნენ და მოკვდებოდნენ, თუმცა მაშინ ეს არ ვიცოდით. 

იმ საღამოს საავადმყოფოში ვერ შევაღწიე. ექიმი გამოვიდა და გვითხრა, მოსკოვში უნდა გადავიყვანოთ და ტანსაცმელი მოიტანეთო. ის ტანსაცმელი, რომელიც გამოძახების ღამეს ეცვათ, დამწვარი იყო. ავტობუსები აღარ დადიოდა და მთელი ქალაქი სირბილით გადავჭერით. უკან ჩანთებით დავბრუნდით, მაგრამ თვითმფრინავი უკვე წასული დაგვხვდა. მოგვატყუეს. 

მოსკოვში სპეციალური საავადმყოფო იყო, რადიოლოგიის განხრით. იქ საშვის გარეშე ვერ შეხვიდოდი, თუმცა კარში მდგომ ქალს ფული მივეცი და გვერდზე გაიწია. მერე კიდევ ვიღაცისთვის უნდა მეთხოვა. ბოლოს კი, როგორც იქნა, მთავარ რადიოლოგთან აღმოვჩნდი ოთახში. მაშინვე მკითხა, ბავშვები თუ გყავთო. 

რა უნდა მეთქვა? ორსულობის გამხელა არ შეიძლებოდა, თორემ ვასილის ნახვის უფლებას არ მომცემდნენ. გამხდარი ვიყავი და ვერაფერს მიხვდებოდნენ 

– გვყავს, - ვუპასუხე მე. 

– რამდენი? 

ორი უნდა მეთქვა. მხოლოდ ერთს თუ ვეტყოდი, არ შემიშვებდნენ. 

– ბიჭი და გოგო. 

– ძალიან კარგი, ესე იგი, მეტის გაჩენა საჭირო აღარაა. ახლა მისმინე: ცენტრალური ნერვული სისტემა მთლიანად დაზიანებული აქვს. თავის ქალაც დაზიანებული აქვს. 

კარგი, ვფიქრობდი მე, ესე იგი, შეიძლება გართულებები დარჩეს... 

– და კიდევ: თუ ტირილს დაიწყებ, მაშინვე გამოგიყვან. არავითარი კოცნა და ჩახუტება. მიახლოებაც არ შეიძლება. ნახევარი საათი გაქვს. 

ვასილი სასაცილოდ გამოიყურებოდა: ზომაზე პატარა პიჟამა ეცვა. სახელოები ძალიან მოკლე ჰქონდა, შარვლის ტოტებიც ზემოთ ჰქონდა აწეული. დასიებას გაევლო. როგორც ჩანს, გადასხმები გაუკეთეს. 

– აქ როგორ გაჩნდი? - მკითხა და ჩასახუტებლად გამოიწია. 

ექიმმა უფლება არ მისცა: არავითარი ჩახუტებები. 

იმ პირველ დღეს ხელსაწყოთი გამზომეს. ტანსაცმელი, ჩანთა, ფეხსაცმელი – ყველაფერი "ცხელი იყო". ყველაფერი გამომართვეს და სადღაც წაიღეს, საცვლებიც კი. მხოლოდ ფული დამიტოვეს. 

ყოველდღიურად იცვლებოდა. თითქოს სხვადასხვა ადამიანი იყო. დამწვრობები ზედაპირზე ამოდიოდა: პირში, ენაზე, ლოყებზე. თავიდან პატარა ნაპრალივით ჩნდებოდა და მერე იზრდებოდა, მერე ფენებად იშლებოდა - თეთრი ფირივით. სახე.. სხეული... სხვადასხვა ფერის კანი ჰქონდა: წითელი, ლურჯი, მოყავისფრო-მოშავო... 

ერთადერთი, რამაც გადამარჩინა, ის იყო, რომ ყველაფერი სწრაფად ხდებოდა. ტირილის დრო არ მქონდა, არც ფიქრის. საავადმყოფო სავსე იყო სასიკვდილოდ დასხივებული პაციენტებით. 14 დღე. 14 დღეში კვდება ადამიანი.

ფეხებზე და ხელებზე კანი უსკდებოდა და ნახეთქებითა და ძირმაგარებით იფარებოდა. თავის ოდნავ გადაბრუნებისას ბალიშზე თმა რჩებოდა. "მოსახერხებელია, სავარცხელი აღარ დაგჭირდება", - ვეხუმრებოდი მე. მალე თმა მთლიანად მოაცილეს.

მედდას ვუთხარი, კვდება-მეთქი. მან კი მიპასუხა: "რა გეგონა? 1600 რენტგენი მიიღო. სასიკვდილო დოზა ოთხასია. ატომურ რეაქტორთან ზიხარ".

როცა ყველანი დაიღუპნენ, საავადმყოფო თავიდან ააწყვეს. კედლები ჩამოფხიკეს, პარკეტი აყარეს. როცა ვასილი მოკვდა, სამსახურის უნიფორმაში გამოაწყვეს, თავზე ჩაფხუტით. ფეხსაცმელი ვერ ჩააცვეს, რადგან ფეხები ძალიან დასიებული ჰქონდა. ასე დამარხეს, ფეხშიშველი. ჩემი სიყვარული.“


თეგები :

ჩერნობილი