• თბილისი
  • 29°C
  • 19 სექტემბერი, 2019
article

Google-მა Huawei-ს ანდროიდის სისტემის გამოყენება შეუზღუდა

აშშ-ს გადაწყვეტილებით, „გუგლმა“ (Google) კომპანია „ჰუავეის“ (HUAWEI) ანდროიდის სისტემის გამოყენება შეუზღუდა. რეგულაციის თანახმად, „ჰუავეის“ ახალ სმარტფონები „გუგლის“ პოპულარულ აპლიკაციებზე წვდომასაც დაკარგავენ.

Huawei-ს „შავ სიაში“  შესვლა ნიშნავს იმას, რომ ჩინურ კომპანიას ლიცენზიის გარეშე აშშ-ს მომწოდებლებისგან არ შეუძლია პროგრამული უზრუნველყოფის ან სხვადასხვა ელემენტის მიღება. შეზღუდვები არ ეხება არსებულ მოდელებს, მაგრამ საფრთხის ქვეშ დგება კომპანიის მომავალი და მისი წამყვანი პოზიციის შენარჩუნების შანსები 5G სისწრაფის ახალი კავშირის მოდელების შექმნაში.

Vodafone (VOD)-მა - მსოფლიოში სიდიდით მეორე მობილურმა ოპერატორმა, ოთხშაბათს განაცხადა, რომ ჩინური კომპანიის წინასწარი შეკვეთა ახალ მოდელზე, (Huawei Mate 20X (5G) ) დროებით შეჩერებულია.

„ეს დროებითი ღონისძიებაა. ახალი Huawei 5G-ს სამომავლო ფუნქციონირების გარშემო გაურკვევლობაა“, - განუცხადა კომპანიამ CNN-ს.

აშშ-ის მთავრობა ასევე მოუწოდებს კომპანია Google -ს, რომ ჩამოაშოროს კომპანია ანდროიდების ეკოსისტემას. საპასუხოდ, Google-მა Huawei-ს პროდუქციას სერვისის მოხმარების 90 დღიანი ვადა მისცა.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, შეზღუდვების ამ სერიის დაწყების მიზეზი, ინსდუტრიულ ჯაშუშობასთან ერთად არის ისიც, რომ კომპანია აშშ-ის პროგრამულ მოწყობილობებს ირანში უკანონოდ ყიდდა.

თავად კომპანია Huawei-ს დაფუძნებელი რენ ჟენგფეი აცხადებს, რომ ამგვარ კრიტიკულ ვითარებაში მადლობელია ამერიკული კომპანიების, რომლებმაც კომპანიის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანეს და კეთილსინდისიერება გამოავლინეს. მან დაამატა ისიც, რომ Huawei-ს  ყოველთვის დასჭირდება ამერიკული კომპანიების დახმარება და არ აპირებს, ამერიკული რესურსების ბოროტად გამოყენებას. ამასთანავე, კომპანიის დამფუძნებელი აცხადებს იმასაც, რომ აკრძალვები არ იმოქმედებს Huawei-ს მომავალ პროდუქციაზე.


თეგები :

Huawei