• თბილისი
  • 32°C
  • 19 მაისი, 2019
article

პრინცესა დაიანას დისშვილი, ლედი კიტი სპენსერი 60 წლის მილიონერ შეყვარებულთან ერთად გამოჩნდა

ლედი კიტი სპენსერი, პრინცესა დაიანას მომხიბვლელი, 28 წლის დისშვილი მანჰეტენის ქუჩებში მოდის ინდუსტრიის ბიზნესმენთან, 60 წლის მაიკლ ლევისთან ერთად დააფიქსირეს.

ჭორები წყვილის ერთად ყოფნაზე 2018 წლის ზაფხულიდან იწყება, რომლის მიხედვითაც კიტი მულტი-მილიონერთან ერთადაა, რომელიც ტანსაცმლის ბრენდ Whistle -ს  დამფუძნებელია. ლევისი კიტის მამაზე, ჩარლზ სპენსერზე 6 წლით უფროსია, რომელიც საზოგადოებას დაიანას დაკრძალვაზე გამოსული ძლიერი გამოსვლით ახსოვს, სადაც ის სამეფო ოჯახს საკუთარი დის დაუცველობაში ადანაშაულებდა.

The Daily Mail-ის ფოტოგრაფთა მიერ გადაღბულ ფოტოებში ჩანს, თუ როგორ ეყრდობა ახალგაზრდა მოდელი ლევისს მხარზე. მათი სიახლოვე, კი ბევრს აფიქრებინებს, რომ წყვილის მხირდან ეს ოფიციალური ჟესტია მათი ურთიერთობის გაოფიციალურებისა.

პაპარაცებმა ისინი ამ კვირაში სასტუმრო Mark-დან გამოსულები დააფიქსირეს. წყვილი, როგორც ჩანს ცდილობდა ფოტოგრაფთა კამერები თავიდან აერიდებინათ. თავდაპირველად, შენობა მაიკლა დატოვა, რამდენიმე წუთის შემდეგ კი კიტიმ. წყვილს საერთო ტაქსი ელოდებოდა.

ლედი კიტის წინა ურთიერთობა 2017 წელს დასრულდა, როცა ის 48 წლის ნიკოლო ბარატიერის ხვდებოდა.

Daily Mail-ის ცნობით, მაიკლ ლევისი 102 მილიონი დოლარის ქონებას ფლობს. ის კიტის ორივე მშობელზე უფროსია. თავად კიტი, მას შემდეგ, რაც მისი მშობლები განქორწინდნენ, სამხრეთ აფრიკაში გადავიდა საცხოვრელად და აქვე გაიზარდა.

კიტი სოციალური სივრცის ვარსკვლავი მეგან მარკლისა და პრინცი ჰარის ქორწილის შემდეგ გახდა, როცა ცერემონიაზე  Dolce & Gabbana-ს კაბით გამოჩნდა. როგორც მან თავად უთხრა  Harper’s Bazaar-ს, სოციალურ ქსელ „ინსტაგრამზე“ 17000 გამომწერიდან ნახევარ მილიონზე, ის ერთ ღამეში, სწორედ ქორწილის შემდეგ ავიდა.

კიტის ნათელი ღიმილითა და ლურჯი თვალებით, ხშირად ამსგავსებენ პრიცესა დაიანას. თავის მხრივ, ლედი ცდილობს კიდეც დიანას საქველმოქმედო საქმიანობა გააგრძელოს და  უსახლკარო ბავშვებს დაეხმაროს.


თეგები :

×