• თბილისი
  • 34°C
  • 19 აგვისტო, 2019
article

საარჩევნო კომისიამ სტამბოლის მერის ხელახალი არჩევნების დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღო

თურქეთის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ სტამბოლის მერის ხელახლი არჩევნების დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღო. ინფორმაციას თურქეთის სახელმწიფო სააგენტო Anadolu ავრცელებს.

განმეორებითი არჩევნები სტამბოლში 23 ივნისს დაინიშნა.

შეგახსენებთ, რომ 31 მარტს თურქეთში ადგილობრივი არჩევნები ჩატარდა.

თურქეთის ოპოზიციური სახალხო-რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელმა ერქემ იმამოღლუმ სტამბოლის მერის არჩევნებში გაიმარჯვა.

მან მთავარ მოწინააღმდეგეს თურქეთის მმართველი, "სამართლიანობისა და განვითარების პარტიის" წარმომადგენელს, ქვეყნის ექს-პრემიერს ბინალი ილდირიმს 25 755 ხმით მოუგო.

აღსანიშნავია, რომ თურქეთის მმართველი "სამართლიანობისა და განვითარების პარტია" სტამბოლის არჩევნებში წაგებას მშვიდად არ შეხვედრია. პარტია არჩევნების ჩატარების დღიდან სტამბოლის მერის არჩევნების განმეორებით ჩატარებას ითხოვდა.

პარტიის თავმჯდომარის მოადგილის ალი იჰსან იავუზის თქმით, მათი მოთხოვნა 31 მარტის არჩევნების მიმდინარეობისას მომხდარი მრავალრიცხოვანი დარღვევებით არის მოტივირებული.


თეგები :