• თბილისი
  • 24°C
  • 18 ოქტომბერი, 2019
article

იაპონიას ახალი იმპერატორი ჰყავს

იაპონიას ახალი იმპერატორი ჰყავს. 59 წლის პრინცი ნარუჰიტო დღეს ოფიციალურად გახდა იაპონიის იმპერატორი.

იმპერატორმა ნარუჰიტომ ტახტზე ასვლის ცერემონიის შემდეგ მოსახლეობას მიმართა. როგორც მან აღნიშნა მსოფლიოში მშვიდობისა და პროგრესის იმედი აქვს.

ნარუჰიტო იაპონიის 126-ე იმპერატორია. ტახტი მას შემდეგ დაიკავა, რაც მამამისმა, იმპერატორმა აკიჰიტომ ტახტზე უარი განაცხადა. 85 წლის იმპერატორმა აკიჰიტომ ამის მიზეზად ასაკი და ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა.

ნარუჰიტოს ტახტზე ასვლით იაპონიაში ახალი საიმპერატორო ერა – „რეივა“ დაიწყო, რაც „ლამაზ ჰარმონიას“ ნიშნავს. წინა საიმპერატორო ერა „ჰეისეი“ („მშვიდობის მიღწევა“) 1989 წლის იანვრიდან გრძელდებოდა, როდესაც იმპერატორი ჰიროჰიტო გარდაიცვალა და ტახტი მისმა შვილმა, აკიჰიტომ დაიკავა. ნარუჰიტო სწავლობდა ოქსფორდის უნივერსიტეტში. ის იაპონიის ტახტის მემკვიდრე 28 წლის ასაკში გახდა. მისი მეუღლე მასაკო ოვადაა. მათ ერთი შვილი ჰყავთ – 18 წლის პრონცესა აიკო. ნარუჰიტოს ძმა, პრინცი ფუმიჰიტო ტახტის შემდეგი მემკვიდრეა.


თეგები :