• თბილისი
  • 22°C
  • 23 სექტემბერი, 2019
article

ბრაზილიელი მოდელი ჩვენების დროს, პოდიუმზე გარდაიცვალა (ვიდეო)

ბრაზილიაში, სან-პაულოს მოდის კვირეულზე, 26 წლის მოდელმა ტალეს სოარესმა ჩვენების დროს გონება დაკარგა და წაიქცა. მოდელი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მედიკოსებმა მისი გადარაჩენა ვერ შეძლეს. 

ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა გარდაცვალების მიზეზი.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, მაყურებლებს თავდაპირველად შემთხვევა შოუს ნაწილი ეგონათ.

ბოლო პოსტი სოციალურ ქსელში მოდელმა ჩვენებამდე რამდენიმე საათით ადრე გამოაქვეყნა, სადაც თაყვანისმცემლებს შოუს შესახებ ინფორმაციას აწვდიდა.


თეგები :