• თბილისი
  • 24°C
  • 18 ოქტომბერი, 2019
article

ერდოღანი: სომხური ბანდების გადასახლება, რომლებიც აღმოსავლეთ ანატოლიაში კლავდნენ მუსლიმებს, მათ შორის ქალებს და ბავშვებს, იყო ყველაზე გონივრული ნაბიჯი

1915 წელს თურქეთიდან სომხების მასობრივი დეპორტაცია გამართლებულია, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. 

„სომხური ბანდების გადასახლება, რომლებიც აღმოსავლეთ ანატოლიაში კლავდნენ მუსლიმებს, მათ შორის ქალებს და ბავშვებს, იყო ყველაზე გონივრული ნაბიჯი, რომლის გადადგმაც შეიძლებოდა“, - განაცხადა ერდოღანმა. გარდა ამისა, თურქეთის ლიდერმა მსურველებს თურქული არქივების გაცნობა შესთავაზა, რათა დარწმუნდნენ იმაში, რომ ის სიმართლეს ამბობს.

მრავალი ისტორიკოსი და არაერთი ქვეყანა გენოციდად მიიჩნევს პირველი მსოფლიო ომის დროს ოსმალეთის იმპერიაში 1,5 მილიონამდე სომხის დახოცვასა და დეპორტაციას. გენოციდი აღიარებული აქვს 29 სახელმწიფოს.

თურქეთი კი აცხადებს, რომ სომხებს შორის მსხვერპლი გაცილებით ნაკლები იყო და ეს მსხვერპლი მოჰყვა სამოქალაქო არეულობას და არა ოსმალეთის იმპერიის მიზანმიმართულ პოლიტიკას სომხების გასანადგურებლად. 


თეგები :