• თბილისი
  • 19°C
  • 24 ოქტომბერი, 2019
article

შრი-ლანკაზე დაღუპულების რიცხვი 290-მდე გაიზარდა

290 დაღუპული და 500-ზე მეტი დაშავებული- ასეთია შრი-ლანკაზე მომხდარი 8 აფეთქების შედეგად დაშავებულთა და დაღუპულთა შესახებ ბოლო მონაცემები BBC-ის ინფორმაციის მიხედვით.

დაკავებულია 24 ადამიანი. თუმცა, ჯერ კიდევ უცნობია ვინ დგას ამ სისხლიანი ტერაქტის უკან. ვრცელდება ინფორმაცია, რომ შრი-ლანკის ხელისუფლებას თავდასხმებთან დაკავშირებით უკვე აქვს წინასწარი ინფორმაცია, რომელიც ნაკლებად ცნობილ ისლამისტურ ჯგუფს უკავშირდება.

გუშინვე შრი-ლანკაზე, ბანდარანაიკეს აეროპორტში სამართალდამცველებმა ასაფეთქებელი მოწყობილობა იპოვეს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ქვეყნის მასშტაბით 8 ადგილზე აფეთქება მოხდა.

შრი-ლანკის მთავრობამ მომხდარი აფეთქებების შემდეგ სოციალურ მედიაზე წვდომა დაბლოკა.


თეგები :