• თბილისი
  • 22°C
  • 20 ოქტომბერი, 2019
article

იესო ქრისტეს ქანდაკების ფოტო გავრცელდა, რომელზეც შრი-ლანკაზე დაღუპულთა სისხლია

21 აპრილს შრი-ლანკაზე სხვადასხვა ეკლესიასა და სასტუმროში 8 აფეთქება მოხდა, რასაც ბოლო ინფორმაციით 207 ადამიანი ემსხვერპლა, 450 კი დაშავდა. დაღუპულებს შორის არიან ბავშვებიც. 

აფეთქება მოხდა შრი-ლანკის დედაქალაქის გარეუბანში მდებარე წმინდა სებასტიანის ეკლესიაშიც. სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, რომელზეც იესო ქრისტეს ქანდაკებაა აღბეჭდილი, ქანდაკებას კი ადამიანის სისხლისა და აფეთქების შედეგად წარმოქმნილი მტვრის კვალი აქვს.

შრი-ლანკაზე მომხდარი აფეთქებების საქმეზე 7 ადამიანია დაკავებული. 


თეგები :