• თბილისი
  • 27°C
  • 26 მაისი, 2019
article

ალბანეთის მოქალაქეებს შესაძლოა შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის უფლება შეუჩერდეთ

ალბანეთის მოქალაქეებს შესაძლოა შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის უფლება შეუჩერდეთ. ინიციატივა ნიდერლანდების პარლამენტის წევრებს ეკუთვნით.

საკანონმდებლო ორგანოში ამ საკითხზე მსჯელობა უკვე გაიმართა და უმრავლესობის მხარდაჭერა მოიპოვა. პარლამენტის შემდეგ, კანონმდებლების ინიციატივა მთავრობამ უნდა განიხილოს.

კონსესუსის შემთხვევაში, ევროკომისიას წარედგინება განაცხადი, რომელიც უვიზო მიმოსვლის სწრაფი შეჩერების პროცედურის დაწყებას ითვალისწინებს. ნიდერლანდების შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ ამ დისკუსიის მიზეზი ალბანური მაფიის დანაშაულებრივი ქმედებები გახდა.


თეგები :

×