• თბილისი
  • 7°C
  • 26 მარტი, 2019
article

რუსეთში ხელისუფლებაზე უპატივცემულო პუბლიკაციები დასჯადი გახდება

რუსეთის პარლამენტმა კანონი მიიღო, რომლის თანახმად, ინტერნეტში ხელისუფლებაზე უპატივცემულო პუბლიკაციები დასჯადი გახდება.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, შემოღებულია ჯარიმა ისეთი ინფორმაციის გავრცელებისთვის, რომელიც შეურაცხყოფას აყენებს ადამიანურ ღირსებასა და საზოგადოებრივ ზნეობას, უპატივცემულობას ავლენს საზოგადოებისადმი, სახელმწიფოსადმი, რუსეთის ოფიციალური სიმბოლოებისადმი, რუსეთის კონსტიტუციისადმი და ხელისუფლების ორგანოებისადმი.

ამგვარი ქმედებები 30-დან 100 000 რუბლამდე ჯარიმით დაისჯება, ხოლო განმეორების შემთხვევაში კი 100 000-დან 200 000 რუბლამდე ჯარიმით ან 15 დღემდე დაპატიმრებით.

 


თეგები :

×