• თბილისი
  • 17°C
  • 21 ნოემბერი, 2018
article

ეგვიპტეში ზვიგენმა ტურისტი შეჭამა

Dailysabah-ის ინფორმაციით, ეგვიპტეში, წითელი ზღვის სანაპიროსთან, 41 წლის ჩეხი ტურისტი ზვიგენმა ყვინთვისას შეჭამა. 

კაცი ოჯახთან და შვილებთან ერთად ისვენებდა. ადამიანის სხეულის ნაწილები მარსა-ალამის სანაპიროსთან იპოვეს. 

ეგვიპტის წითელი ზღვის სანაპიროსთან ზვიგენმა ადამიანი ბოლოს 2015 წელს იმსხვერპლა. 

იქამდე, 2010 წელს ამავე წყლებში, ზვიგენის ადამიანზე თავდასხმის 5 შემთხვევა დაფიქსირდა. მათგან მხოლოდ ერთი დაიღუპა, ოთხი კი მძიმედ დაშავდა.

თეგები :