• თბილისი
  • 25°C
  • 19 ოქტომბერი, 2019
article

ხანძარი საბერძნეთში - ხანძრის ზონიდან საქართველოს მოქალაქე გამოიყვანეს

ქალაქ ათენში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს და „ცხელი ხაზის“ ნომერს აქვეყნებს.

როგორც მიმართვაშია აღნიშნული, გუშინდელი ღამის განმავლობაში საელჩოს ცხელ ხაზს დაუკავშირდა საქართველოს სამი მოქალაქე, რომელთაც გაეწიათ შესაბამისი დახმარება, მათ შორის ერთ-ერთი მათგანი გვიან ღამით, უშუალოდ საკონსულოს სამსახურის თანამშრომლების მიერ იქნა გამოყვანილი ხანძრის ზონიდან.

„ქალაქ ათენის გარეუბანში გაჩენილი ხანძრის გამო, საქართველოს საელჩო აგრძელებს საგანგებო რეჟიმში მუშაობას. გუშინდელი ღამის განმავლობაში საელჩოს ცხელ ხაზს დაუკავშირდა საქართველოს სამი მოქალაქე, რომელთაც გაეწიათ შესაბამისი დახმარება, მათ შორის ერთ-ერთი მათგანი გვიან ღამით, უშუალოდ საკონსულოს სამსახურის თანამშრომლების მიერ იქნა გამოყვანილი ხანძრის ზონიდან.

მოგმართავთ თხოვნით, გააგრძელოთ საქართველოს საელჩოსთან კომუნიკაცია „ცხელი ხაზის“; მეშვეობით, ნომერზე +306995779793 და კვლავ მოგვაწოდოთ ინფორმაციები საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებულ ფაქტებთან დაკავშირებით, რაზეც საქართველოს სელჩოს, როგორც ყოველთვის, მყისიერი რეაგირება ექნება“, - ნათქვამია მიმართვაში.


თეგები :