• თბილისი
  • °C
  • 03 მარტი, 2021
article

რა ცვლილებები იგეგმება ეროვნულ გამოცებზე?

განათლების მინისტრობის კანდიდატი მიხეილ ჩხენკელი პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების ფარგლებში სიტყვით წარსდგა და ეროვნული გამოცდების რეფორმაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, რეფორმის ფარგლებში შემუშავდება უნივერსიტეტში ჩარიცხვის ახალი მოდელი, ეროვნული გამოცდების ქულებთან ერთად კი პედაგოგების რეკომენდაცია და სკოლის საშუალო ქულაც მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება აბიტურიენტისთვის:
"ჩვენ ვიხილავთ ასეთ მიდგომას, რომ რეფორმირებული ეროვნული გამოცდების ქულასთან ერთად გაითვალისწინონ სხვა კომპონენტებიც, როგორიც არის სკოლის საშუალო ნიშანი, რეკომენდაციები მასწავლებლებისგან და კლასგარეშე მუშაობა“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

თეგები :