• თბილისი
  • °C
  • 05 მარტი, 2021
article

"სახელმწიფოს ერთადერთი ფუნქცია აქვს, მეტად ხელი აღარ შეუშალოს ხალხს და ბიზნესს" - გიორგი ჩალაძე

  არამიზნობრივი შეზღუდვების გაუქმებასა და ქვეყნის გახსნას ითხოვენ სამედიცინო სფეროს სპეციალისტები და "ქართული ოცნების" ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა მუშაობა უნდა აღადგინოს. ისინი მთავრობის არაკომპეტენტურობაზე საუბრობენ.

"საზოგადოებრივი ტრანსპორტის გახსნა გამოიწვევს სხვა ყველა ბიზნესის ამუშავებას. სახელმწიფოს ერთადერთი ფუნქცია აქვს, რომ ახლა მეტი აღარ შეუშალოს ხელი ბიზნესს და საზოგადოებას. ნუ გადაემტერება საკუთარ ხალხს და ნუ ცდილობს მიზანმიმართულად ბიზნესის გაკოტრებას", -  გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის ხელმძღვანელმა, გიორგი ჩალაძემ. 

მისი თქმით, ამას ისინი ამას აკეთებენ რადგან სხვაგვარად ქვეყნის მართვა არ შეუძლიათ.

    "ქვეყანა მზად არის, რომ ეტაპობრივად გაიხსნას და მოიხსნას შეზღუდვები, განსაკუთრებით ტრანსპორტზე მაქვს აქცენტი პირველ რიგში, ასევე, სკოლები. წინააღმდეგ შემთხვევაში სოციალური ფონი კიდევ უფრო დამძიმდება, კიდევ უფრო გაღრმავდება კრიზისის", - თქვა ჯანდაცვის ექსპერტმა, სერგო ჩიხლაძემ.


თეგები :