• თბილისი
  • °C
  • 05 მარტი, 2021
article

"ხალხი მთავრობის წინააღმდეგ" — კოვიდშეზღუდვებზე საკონსტიტუციო სარჩელი მზადდება

  თავისუფლების ინსტიტუტის დირექტორის, სალომე ხვადაგიანის განცხადებით, მათი იურისტები მუშაობენ სარჩელზე, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანენ. მისი თქმით, ეს იქნება კოლექტიური სარჩელი — საქართველოს ხალხი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ. ამის შესახებ მან დღეს კანცელარიასთან მიმდინარე აქციის დროს ისაუბრა.

   "საქართველოს მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვები არის არაკანონიერი, ზღუდავს როგორც მეწარმეობის თავისუფლებას, ასევე, საკუთრების უფლებას და შესაბამისად, ამას გავაპროტესტებთ. სხვა ადგილი არც დაგვრჩენია, პარლამენტმა უარი თქვა ნებისმიერი სახით ამ ამბებში ჩარევაზე და მთელი უფლებები მთავრობას გადასცა. ჩვენ ერთადერთი, სადაც შეგვიძლია, რომ საკუთარი თავი დავიცვათ, არის საკონსტიტუციო სასამართლო და ამას გავაკეთებთ", — განაცხადა მან.   

  თავისუფლების ინსტიტუტი ამ წუთებში აქციის მონაწილეების ხელმოწერებს აგროვებს. მათი განცხადებით, ყველას, ვისაც სურვილი აქვს, შეუძლია, რომ სარჩელს შეუერთდეს.


თეგები :