• თბილისი
  • °C
  • 05 მარტი, 2021
article

საქართველომ გაიმარჯვა 12-წლიან სახელმწიფოთაშორისო დავაში - ლორთქიფანიძე სტრასბურგზე

იუსტიციის სამინისტროში ამ წუთებში, სტრასბურგში საქართველოს სასარგებლოდ მიღებულ ისტორიულ გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც რუსეთი 2008 წლის ომში დიდმა პალატამ კონვენციის მუხლების დამრღვევად ცნო, ბრიფინგი იმართება. იუსტისიიც მინისტრის, გოჩა ლორთქიფანიძის განცხადებით, საქართველომ 12-წლიან დავაში გაიმარჯვა.

"საქართველომ გაიმარჯვა 12-წლიან სახელმწიფოთაშორისო დავაში, საქართველო-რუსეთის წინააღმდეგ. სტრსბურგის სასამართლოს გადაწყევტილებით დადგინდა, რომ რუსეთმა 2008 წლის ომის პერიოდში განახორციელა და დაარღვია კონვენციის არაერთი მუხლი. ეს გადაწყვეტილება სასამართლოს დიდმა პალატამ მიიღო 17 მოსამართლის შემადგენლობით და დაადგინა, რომ რუსეთი ახორციელებდა ცხინვალის რეგიონზე და აფხაზეთზე ეფექტურ კონტროლს და აქედან გამომდინარე, მას შეერაცხება პასუხისმგებლობა საქართველოს მოქალაქეების უფლებების დარღვევისათვის", - თქვა გოჩა ლორთქიფანიძემ.

ლორთქიფანიძის განცხადებით, სასაამრთლომ დაადასტურა საქართველოს მოთხოვნა, რომ ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია და ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ამასთან ერთად, მისი თქმით, "სასამართლომ დაადგინა, რომ 2008 წლის ომის დროს რუსეთმა განახორციელა ქართველბის ეთნიკური წმენდა".

რუსეთმა დაარღვია შემდეგი უფლებები:

  • წამების აკრძალვა - კონვენციის მე-3 მუხლი; 

მინისტრის თქმით, სასამართლომ მიიჩნია დადგენილად, რომ რუსეთი პასუხისმგებელია როგორც ქართველი სამხედრო ტყვეების წამებისათვის, ასევე, დაახლოებით 160 ქართველი სამოქალაქო პირის დაკავებისა და ცხინვალის იზოლატორში არაადამიანური და დამამცირებელი მოპრყობისათვის.

თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება - კონვენციის მე-5 მუხლი;

  • მიმოსვლის თავისუფლება - კონვენციის, მე-4 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი;
  • პირადი და ოჯახური ცოხვრების დაცულობის უფლება - მე-8 მუხლი;
  • საკუთრების უფლება - პირველი დამატებითი ოქმის პირველი ოქმი.

მინისტრის თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსეთი პასუხიმგებელია ცხინვალის რეგიონსა და მის მიმდებარე ტერიოტრიებზე მიზანმიმართულად ქართული სოფლების გადაწვის, ძარცვისა და განადგურებისათვის. 


თეგები :