• თბილისი
  • °C
  • 03 მარტი, 2021
article

"წარმოუდგენელია, რომ ერთ ტელევიზიას ჰქონდეს იმდენი შემოსავალი, რაც ყველა დანარჩენს ერთად აღებულს და ჰქონდეს ასეთი დაბალი რეიტინგი"

ჟურნალისტებისა და მედიაექსპერტების მოსაზრებით, საზოგადოებრივი მაუწყებელი ისევ ხელისუფლების მიერ იმართება, რასაც მოწმობს ის ფაქტიც, რომ ტელევიზიის ყოფილი ხელმძღვანელი ვასილ მაღლაფერიძე ახლა მმართველ პარტიაში დიდ თანამდებობას იკავებს. სპეციალისტების თქმით, საზმაუს ახლანდელი ხელმძღვანელი თინათინ ბერძენიშვილი "ოცნების" მითითებებს ასრულებს:

 

 

"ამ ტელევიზიის ყოფილი გენერალური დირექტორი, რომელიც სულ რამდენიმე თვის წინ გადადგა დღეს არის პარტია "ქართულ ოცნებაში" მაღალი თანმდებობის მქონე, რაც იმას ნიშნავს, რომ ტელევიზია ისევ და ისევ იმართება მმართველი პარტიების ხელდასმული პირების მიერ", - განაცხადა ნინია კაკაბაძემ

"წარმოუდგენელია, რომ ერთ ტელევიზიას ჰქონდეს იმდენი შემოსავალი, რაც ყველა დანარჩენს ერთად აღებულს.და ჰქონდეს ასეთი დაბალი რეიტინგი. იქ რაღაცაშია საქმე, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მტკიცებულებაც კი არ სჭირდება, თუმცა, თუ კარგად ჩავიხედავთ საზმაუს მიერ ბოლო წლებში განხორციელებუ ტრანზაქციებში, შესყიდვებში, მუდმივ გადაჭარბებებში, ხელფასების ნაწილში, ძალიან ცხადად ჩანს ეს კორუფცია, იმდენად ცხადად ჩანს, რომ ზედმეტი გამოძება არ სჭირდება. შესაბამისად, ვასილ მაღლაფერიძის ადგილი, ჩემი აზრით, არის ციხეში. მე ვფიქრობ, რომ უნდა დაინტერესდნენ საგამოძიებო ორგანოები იმით, რაც ამ ბოლო წლების მანძილზე საზოგადობერივ მაუწყებელში ხდება" - განაცხადა ნინო ჯანგირაშვილმა.

საზმაუს დირექტორის გადაყენების მოთხოვნას არ ეთანხმებიან ტელევიზიის ბორდის წევრები და აცხადებენ, რომ აღნიშნული ბრალდებები უსაფუძვლოა.

შეგახსენებთ, რომ თინათინ ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა გიორგი გაბუნიას მონოლოგს, სადაც ტელეწამყვანი დედის სამძიმართან დაკავშირებით საუბრობდა და აღნიშნა, რომ ოჯახს არც ერთი თაიგული არ მიუღია საზოგადოებრივი მაუწყებლისგან, სადაც ჯულიეტა ვაშაყმაძემ მთელი ეპოქა შექმნა და საუკეთესო წლები მიუძღვნა. ბერძენიშვილის განმარტებით, ჯულიეტა ვაშაყმაძეს საკმარისი პატივი მიაგეს და ტელევიზიის შენობაში დგას მისი სახელობის მემორიალიც.

ბერძენიშვილის პასუხს მთავარი არხის გენერალური დირექტორი მოგვიანებით გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მისი გადადგომის მოთხოვნას აპირებს.


თეგები :