• თბილისი
  • °C
  • 03 მარტი, 2021
article

ამირან გამყრელიძე - ნუ ვამბობთ, რომ სწავლა არ მიმდინარეობს

 ნუ ვამბობთ რომ ქვეყანაში სწავლა არ მიმდინარეობს, სწავლა მიმდინარეობს დისტანციურად, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, თუ როდის განახლდება სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში.

 ამირან გამყრელიძის თქმით, სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში 700-მდე სკოლაში მიმდინარეობს.

 „პანდემიამ ჩვენს ცხოვრებაში ბევრი რამ შეცვალა, მათ შორის, ძირეული ცვლილებები შეიტანა განათლების სისტემაში. ნუ ვამბობთ, რომ სწავლა არ მიმდინარეობს, სწავლა მიმდინარეობს. დასწრებითი სწავლა არ არის რამდენიმე დიდ ქალაქში. ქვეყანაში დასწრებითი სწავლა მიდის 600-700-მდე სკოლაში. რაც მთავარია, სწავლა მიმდინარეობს დისტანციურად.

დათქმა არსებობს, რომ სკოლები და სასწავლებლები უნდა დაიკეტოს ბოლოს და უნდა გაიხსნას პირველი, ეს ჯანმრთლობის მსოფლიო ორგანიზაციის ხედვაა. ამიტომ ჩვენ ყველანაირად ვეცდებით, შესაბამისი რეგულაციებით, სწავლა ქვეყანაში აღდგეს, მაგრამ ეს ეპიდსიტუაციაზეა დამოკიდებული“,-აცხადებს გამყრელიძე.

 რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ამირან გამყრელიძის თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენა ეპიდვითარებაზეა დამოკიდებული. მისი თქმით, შემსუბუქებები აუცილებელია თუმცა, რა დოზით და რა მასშტაბით ჯერ კიდევ გადასაწყვეტია.

 „საბედნიეროდ, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია ერთი თვეა, თითქმის სტაბილიზაციისკენ მიდის. აღარ გვაქვს 5000 და 6000 შემთხვევა. ყოველდღიურად სხვადასხვა ინდიკატორები, როგორიც არის დადებითობის კოეფიციენტი, ბოლო ორი კვირის ინციდენტობა, ბოლო ერთი კვირის ინციდენტობა - ყველაფერი მიდის დამშვიდებისკენ, ამიტომ დაველოდოთ ჩვენ იანვრის ბოლო დღეებს, შემდგომ ეპიდსიტუაციის მიხედვით მივიღოთ გადაწყვეტილება. რაღაც შემსუბუქებები აუცილებელია და იქნება, მაგრამ რა დოზით და რა მასშტაბით ეს გადასაწყვეტია“,-განაცხადა გამყრელიძემ.


თეგები :