• თბილისი
  • 12°C
  • 28 იანვარი, 2021
article

კოლექტიური იმუნიტეტის მიღწევა მიმდინარე წელს ვერ მოხდება

 ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მეცნიერის სუმია სვიმინატანის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია რამდენიმე ქვეყანაში მიმდინარეობს, კოლექტიური იმუნიტეტის მიღწევა 2021 წელს ვერ მოხდება.

 მისი თქმით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის იმ რაოდენობით წარმოებასა და გამოყენებას, რაც კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლადაა საკმარისი, გარკვეული დრო სჭირდება.

"კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად საკმარისი რაოდენობის დოზის წარმოებისა და გამოყენებისთვის დრო არის საჭირო. ვსაუბრობთ არა მილიონებზე არამედ მილიარდებზე,"- განაცხადა ჯანმო-ს წარმომადგენელმა და მოსახლეობას მოთმინების გამოჩენისკენ მოუწოდა.

მისი თქმით, სულ მცირე წლის ბოლომდე აუცილებელია საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და სოციალური ზომების დაცვა, რომლის მიზანი ვირუსის გავრცელების შეჩერებაა.


თეგები :