• თბილისი
  • 7°C
  • 17 იანვარი, 2021
article

"მე მყავს ერთი-ერთი საუკეთესო მანქანა, "ლენდკრუიზერი 105", ეს მანქანა არ მყავდეს, ეპარქიაში გადაადგილებას ვერ შევძლებ"

მყავს ერთი-ერთი საუკეთესო მანქანა. ეპარქიაში გადაადგილებისთვის მჭირდება, ძალიან ბევრს დავდივარ. აცხადებს ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი "რუსთავი 2"-ის ეთერში.

მისი თქმით, მანქანა უვკე გაცვეთილია.

"ჩემი ეპარქია იწყება 1700 მეტრიდან და უფრო მაღლა, მე მყავს ერთი-ერთი საუკეთესო მანქანა, "ლენდკრუიზერი 105", რომელიც კიდე უფრო ავაწევინე და მე რომ ეს მანქანა არ მყავდეს, ეპარქიაში გადაადგილებას ვერ შევძლებ, მჭირდება მე ეს მანქანა და იცით როგორი გაცვეთილია უკვე? იმიტომ რომ ძალიან ბევრს დავდივარ", - თქვა მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა.


თეგები :