• თბილისი
  • 12°C
  • 28 იანვარი, 2021
article

"იზრდება კორონავირუსის შემთხვევები, ჯომოლუნგმაზე ავდივართ"

საქართველოს დაავადაებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე კორონავირუსის ახალი შემთხვევების ზრდას ჯომოლუნგმაზე ასვლას ადარებს.

"ჩვენს ვებვგვერდზე ყოველდღე ვაქვეყნებთ, დღესაც იქნება, ხომ შეხედეთ, როგორ მიდის კორონას შემთხვევები ასე ვთქვათ, ჯომოლუნგმაზე, გაზაფხულზე რომ ვამბობდი ხოლმე და ვადარებდი ჯომოლუნგმას, აი, ჯომოლუნგმაზე ავდივართ", - განაცხადა პაატა იმნაძემ.

მისი თქმით, ეპიდემიოლოგები მოელიან, რომ შეზღუდვების გამკაცრებით, ვითარება დასტაბილურდება.

"შეზღუდვების გაფართოებით, პირველ რიგში, ველოდებით, რომ დასტაბილურდება სიტუაცია და კორონავირუსის შემთხვევების მატება არ გვექნება დეკემბრის მეორე ნახევარში, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, რომ შემდეგ დაავადების შემთხვევებმა კლება დაიწყოს. ჯერ ჯერობით კლებას ნამდვილად არ ველოდებით. მით უმეტეს პირველ დღეებში. პირველი შედეგები უნდა იყოს ორი კვირის შემდეგ", - თქვა იმნაძემ.


თეგები :