• თბილისი
  • 8°C
  • 28 ნოემბერი, 2020
article

"საქმეში არის არაერთი ბუნდოვანი ნაწილი, რაც მთლიანად უარყოფს იმ ფაქტს, რომ ბაჩალიაშვილმა თავი მოიკლა"

"ადამიანის უფლებათა ცენტრი" გაურკვეველ ვითარებაში დაღუპული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის საქმის განზრახ მკვლელობის მუხლით გადაკვალიფიცირებას ითხოვს და გამოძიების ხარვეზებზე მიუთითებს.

"პროკურატურის მიმართ გვაქვს არაერთი კითხვის ნიშანი და საქმეში არის არაერთი ბუნდოვანი ნაწილი, რაც მთლიანად უარყოფს იმ ფაქტს, რომ ბაჩალიაშვილმა თავი მოიკლა, რაზეც ამდენი ხანია აპერილებს პროკურატურა. დოკუმენტში ყველა ეს ბუნდოვანი გარემოებაა წარმოდგენილი, რომელიც მიანიშნებს იმაზე, რომ ესაა მკვლელობა და არა თვითმკვლელობა", - აცხადებს "ადამიანის უფლებათა ცენტრის" იურისტი, ეკა ქობესაშვილი.


თეგები :