• თბილისი
  • 7°C
  • 17 იანვარი, 2021
article

კორონავირუსით ინფიცირებულ მამუკა ხაზარაძეს მაღალი ტემპერატურა და პნევმონია აქვს

გავრცელებული ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებულ "ლელოს" თავმჯდომარეს, მამუკა ხაზარაძეს მაღალი ტემპერატურა და პნევმონია აქვს.

პარტიის პრესსამსახურის ცნობით, ხაზარაძე ამჟამად ისევ ბოჭორიშვილის კლინიკაში იმყოფება და ავადმყოფობის მიუხედავად, დისტანციურად აქტიურად მონაწილეობს "ლელოს" წინასაარჩევნო კამპანიაში.

შეგახსენებთ, მამუკა ხაზარაძის ინფიცირების შესახებ რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი. ხაზარაძის განცხადებით, მას დაბალი სიცხე დაუფიქსირდა, რის გამოც Pcr ტესტი გაიკეთა. ტესტმა covid 19-ზე დადებითი პასუხი აჩვენა.


თეგები :