• თბილისი
  • 8°C
  • 28 ნოემბერი, 2020
article

eutoday: ყარაბაღის კონფლიქტი - ბრძოლა საერთაშორისო სამართლისთვის და არა რელიგიისთვის

საერთაშორისო მედიასაშუალება eutoday ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით სტატიას აქვეყნებს, სადაც 27 სექტემბრის შემდეგრეგიონში განახლებულ დაპირისპირებასთან და საომარი მოქმედებების შედეგად შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით არის საუბარი. 

სტატიაში ნათქვამია, რომ ქალაქ შუშაში, რომელიც გაერო-ს მიერ აზერბაიჯანის ტერიტორიად არის აღიარებული, სამხედრომოქმედებების შედეგად სომხური ქრისტიანული ეკლესია დაზიანდა. სომხურმა მხარემ აზერბაიჯანი ტაძარზე შეტევაში დაადანაშაულა.

მიუხედავად გაერო-ს 4 რეზოლუციისა, რომელიც აზერბაიჯანის ოკუპირებული ტერიტორიებიდან სომხური ჯარის გაყვანას ითხოვს, აზერბაიჯანის ტერიტორიის 20%, მათ შორის ქალაქი შუშა, სომხური მხარის დეფაქტო კონტროლის ქვეშაა.

მედიასაშუალების ინფორმაციით, სომხური მხარის მიერ შუშაში ტაძრის აფეთქებაში აზერბაიჯანის დადანაშაულება საკმაოდ სახიფათოთემაა, რომელმაც შეიძლება კონფლიქტის აქამდე არ არსებული რელიგიური მოტივები გააღვივოს.

სომხეთი ქრისტიანული ქვეყანაა. აზერბაიჯანი მულტირელიგიური და მულტიკულტურული სეკულარული სახელმწიფოა, სადაცმოსახლეობის დიდი ნაწილი მუსლიმია, მაგრამ სხვა ეროვნებისა და აღმსარებლობის ადამიანები, კონსტიტუციურად გარანტირებულიუფლებებით, მშვიდობიანად თანაცხოვრობენ.

გამოცემის ინფორმაციით, მთიან ყარაბაღში დღეს მიმდინარე ომის საფუძველი საერთაშორისო სამართალის და სუვერენული კონტროლისაღდგენის საკითხია და მის რელიგიურ პროპაგანდასა და დავაში გადაზრდა არასწორი და ძალიან სახიფათო იქნებოდა.   


თეგები :