ბოლო დღე-ღამეში გარდაცვლილი 15 პაციენტიდან ერთი ახალგაზრდა ქალია. 40 წლის ქალი ბათუმის სამედიცინო ცენტრში შეყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა.
გარდაცვლილ ქალს კორონავირუსით გამოწვეული პრობლემები ჰქონდა.
ბოლო დღე-ღამეში გარდაცვლილი 15 პაციენტით, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 158-მდე გაიზარდა. ქვეყანაში ვირუსი სულ 19 857 პირს დაუდასტურდა, მათგან 10 ათასზე მეტი "აქტიური შემთხვევაა".