• თბილისი
  • 8°C
  • 28 ნოემბერი, 2020
article

"რთული გვიანი შემოდგომა და ზამთარი გვექნება"

შედარებით რთული გვიანი შემოდგომა და ზამთარი გვექნება, მაგრამ ეს ყველამ ერთად უნდა გადავიტანოთ სწორი პრევენციითა და მართვით, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ თავრობის ადმინისტრაციაში, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"პირბადეზე უკეთესი არაფერია, ყველაზე უკეთ იცავს. ამიტომ ,უნდა მივეჩვიოთ. ძალიან ხშირია ოჯახური დაინფიცირების ფაქტი. შეიძლება, თავი მოგაბეზრეთ ამ მოწოდებით, მაგრამ, დიახ, საქართველო არ არის გამონაკლისი. ჩვენ ვართ ევროპისა და მსოფლიოს ნაწილი. ევროპაშიც და მსოფლიოშიც ეპიდემია, ასე ვთქვათ, გახურებად ფაზაშია შესული და ეს არ დამთავრდება ერთ და ორ თვეში“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 186 ადამიანს დაუდასტურდა, 278 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 7 კი გარდაიცვალა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 18 663 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 8338 ადამიანი, გარდაიცვალა 143 პაციენტი.

კარანტინის რეჟიმში 6 407 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836, კოვიდ-სასტუმროში - 1 420, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.


თეგები :