• თბილისი
  • 8°C
  • 28 ნოემბერი, 2020
article

თბილისის კლასიკური გიმნაზიის მასწავლებელს კორონავირუსი დაუდასტურდა - სკოლა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადადის

თბილისის კლასიკური გიმნაზიის მასწავლებელს კორონავირუსი დაუდასტურდა. აქედან გამომდინარე, სკოლის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, სასწავლო პროცესი 21 ოქტომბრამდე დისტანციურ რეჟიმში გადადის. ამის შესახებ ინფორმაციას სკოლის დირექტორი თამარ კაპანაძე ავრცელებს.

"ძვირფასო მშობლებო, მოსწავლეებო და პედაგოგებო!

მოგახსენებთ, რომ დღეს ჩვენი სკოლის პედაგოგს, დაუდასტურდა Covid 19.

პარასკევს, დღის პირველ ნახევარში იგი იმყოფებოდა სკოლაში. სიმპტომები კვირას საღამოს გამოუვლინდა. ამიტომაც, ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარასკევს დღის პირველ ნახევარში ის ინფექციის გადამდები ყოფილიყო. ასე რომ, პანიკის არავითარი საფუძველი არ გვაქვს! თუმცა, ეპიდემიოლოგებთან კონსულტაციის შემდეგ, რისკის თავიდან აცილების მიზნით, მივიღე გადაწყვეტილება, რომ სკოლა 21 ოქტომბრამდე გადავიდეს სწავლების დისტანციურ ფორმაზე.

პირადად მე არ მქონია შეხება პედაგოგთან!“, - აცხადებს სკოლის დირექტორი.


თეგები :