• თბილისი
  • 23°C
  • 20 ოქტომბერი, 2020
article

"43 წლის კაცი გარდაცვლილა კოვიდით და თანმდევი დაავადებაო, აუჩემებიათ. თითო რაიმე დაავადება ადამიანების თითქმის 99% -ს აქვს"

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში წერს:

"43 წლის კაცი გარდაცვლილა კოვიდით და ისევ თანდმევი დაავადებაო, აუჩემებიათ. ჯერ ერთი, რომ თითო რაიმე დაავადება ადამიანების თითქმის  99% -ს აქვს. რა სულელური ფორმულირებაა ეს, ან თავის დასამშვიდებლად რანაირად გამოდგება, ვერ გავიგე ვერაფრით. კარგი, შენ არ გაქვს თანმდევი დაავადება და გადარჩი, მაგრამ მარტო ხომ არ ხარ ამქვეყანაზე? ჩემ სიკვდილს სულ არ აღვიქვამ ტრაგედიად, ეგ იმან იდარდოს, ვისაც დავაკლდები. ჩემი ტრაგედია ყველა სხვა ადამიანის გარეშე ყოფნით მწვავდება, ვინც მიყვარს და როდესმე მყვარებია. ისიც გასაგებია, რომ საფრთხის არდაჯერება ფსიქიკის თავდაცვითი მექანიზმია და კიბატონო, ვისარგებლოთ ამ მექანიზმითაც, მაგრამ მიუხედავად იმისა, გვჯერა თუ არა საფრთხის რეალურობის, არანაირი განსაკუთრებული სირთულე არ არსებობს არც ხელების დაბანაში და ხალხმრავალ ადგილებში თვით ამ აუტანელი პირბადის ტარებაშიც კი," - წერს ფსიქოლოგი.


თეგები :