• თბილისი
  • 23°C
  • 20 ოქტომბერი, 2020
article

დღეს საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი მე-7 პაციენტი 43 წლის მამაკაცია

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი მე-7 პაციენტი 43 წლის მამაკაცია.

ტრავმატოლოგიური კლინიკის კლინიკური დირექტორის, ბუბა შალამბერიძის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში კლინიკაში ინფიცირებული სამი პაციენტი გარდაიცვალა.

"ამ ეტაპზე სამი გარდაცვლილი გვყავს. ერთი პაციენტი თავიდანვე ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე იყო. სამივე მათგანს ჰქონდა მრავლობითი ქრონიკული დაავადება, მათ ფონზე მოხდა დაავადების გამწვავება. ერთი პაციენტი თავიდანვე კრიტიკული და მძიმე იყო. ორი პაციენტი იყო დაახლოებით 70 და 72 წლის, ერთი მამაკაცი იყო 43 წლის. ქალბატონთან იყო სიმსუქნე, გულის იშემიური დაავადება, შაქრიანი დიაბეტი. დანარჩენ ორ პაციენტთან გადატანილი იყო თავის ინფარქტი. ქალბატონი გადმოვიდა ქუთაისიდან, ორი პაციენტი კი თბილისის სხვადასხვა კლინიკიდან",- განაცხადა ბუბა შალამბერიძემ.

ტრავმატოლოგიური კლინიკის დირექტორის კომენტარს "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ავრცელებს.

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით შვიდი პაციენტი გარდაიცვალა.


თეგები :