• თბილისი
  • 20°C
  • 21 ოქტომბერი, 2020
article

კორონავირუსის 448 შემთხვევიდან 241 აჭარაში დაფიქსირდა

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 448 დადასტურებული შემთხვევიდან 241 აჭარაში დაფიქსირდა.

მარინა ენდელაძის თქმით, ახალი შემთხვევებიდან 6 იმპორტირებულია.

"აჭარა კვლავ ლიდერია 241 შემთხვევა გვაქვს, იმერეთში-96, თბილისში-62 ახალი შემთხვევა, სამეგრელო ზემოსვანეთი-15, სამცხე ჯავახეთი-9, გურიასა და შიდა ქართლში-7 ახალი შემთხვევა გვაქვს, კახეთში-2, იმპორტირებული 6 შემთხვევა გვაქვს“,- განაცხადა ენდელაძემ.


თეგები :