• თბილისი
  • 23°C
  • 20 ოქტომბერი, 2020
article

ადვოკატი მიხეილ რამიშვილი: მეც აუცილებლად დამაკავებენ

დავით ფურცხვანიძის დაკავების შემდეგ, პირველ კომენტარს აკეთებს ადვოკატი მიხეილ რამიშვილი.

მიხეილ რამიშვილის თქმით, დავით ფურცხვანიძე 30 სექტემბერს ამერიკის შეერთებულ შტატებში აპირებდა გამგზავრებას, საიდანაც უნდა ჩამოეტანა ინფორმაცია, რომელიც დაადასტურებდა, რომ ავტომობილი, 18-დან  22 ივლისამდე იმ ადგილზე, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი გარდაცვლილი იპოვეს, არ იდგა. 

"ეს უკვე პირდაპირ მინიშნებაა იმის, რომ ესე რომ ვთქვათ, წყარო იყო ეს ჩვეულებრივად, რომელმაც თქვა, რომ  სხვა წყაროსგან მიიღო. ეს იმას ნიშნავს, რომ სადაც ბატონი დავით ფურცხვანიძე დააკავეს, თუ იმაზეა საუბარი, რომ ეს არის ე.წ. გაყალბებული ფოტომასალა, მე გავასაჯაროვე, მე მოვიტანე და მე გადავეცი ინფორმაცია გამოძიებას, ეს იმას ნიშნავს, რომ მე დამაკავებენ აუცილებლად, ჩამომაშორებენ საქმეს და ეს არის პირდაპირ იმის ნიშანი, რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გამოძიება მკვლელებს, დამნაშავე ჯგუფს აფარებს ხელს. ეს იმას ნიშნავს, რომ დავით ფურცხვანიძე 30-ში მიემგზავრებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, იქიდან ჩამოქონდა ისეთი ინფორმაცია, რომლითაც დადასტურდებოდა რომ ავტომობილი არ იდგა 18-დან 22 ივლისამდე შემთხვევის ადგილზე და ყველა ის, რა  მტკიცებულებები აქვს გამოძიებას, არის ყალბი და დასტურდება, რომ თამარ ბაჩალიაშვილი არის მოკლული. მაინც გადმოიგზავნება ისინი, მაინც მოვა ჩემამდე და ახლა ჩემამდე რომ არ მოვიდეს, მე უნდა დამაკავონ. ჩემს გარდა, სხვასთან მივა ის ინფორმაცია, რაც ამერიკის შეერთებული შტატებიდან უნდა მოვიდეს და მაინც გასაჯაროვდება და მაინც ნახავს საზოგადოება და მთელ საქართველოს ვერ დაიჭერენ,“ - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დავით ფურცხვანიძე, რომელმაც მიხეილ რამიშვილს ე.წ. სატელიტის ფოტოები გაუგზავნა, დაკავებულია.  საქმე ეხება ე.წ სატელიტის ფოტოებს, რომლის საფუძველზეც მიხეილ რამიშვილი აცხადებდა, რომ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილი იმ ადგილზე, სადაც ის გარდაცვლილი იპოვეს, გარკვეული პერიოდის შემდეგ მიიტანეს.

 

პროკურატურის მტკიცებით, სატელიტის ფოტოები გაყალბებულია. ფოტოები მიხეილ რამიშვილს "უსაფრთხოების პრობლემების ანტიკრიზისული ცენტრის" ხელმძღვანელმა დავით ფურცხვანიძემ გაუგზავნა.


თეგები :