• თბილისი
  • 23°C
  • 20 ოქტომბერი, 2020
article

დააკავეს დავით ფურცხვანიძე, რომელმაც თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს, მიხეილ რამიშვილს სატელიტის ფოტოები გადასცა

"ფორმულას" ინფორმაციით, დააკავეს დავით ფურცხვანიძე, რომელმაც თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს, მიხეილ რამიშვილს სატელიტის ფოტოები გადასცა. ამ დრომდე პროკურატურა მტკიცებულების ფალსიფიკაციაზე მიუთითებდა და აცხადებდა, რომ შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოხდებოდა.

გავრცელებული ცნობით, ამ საკითხზე ბრიფინგი 14:00 საათზე გაიმართება.

რამიშვილის თქმით, ფოტომასალაზე სატელიტიდან გადაღებული კადრები იყო აღბეჭდილი, რომლითაც დასტურდებოდა, რომ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა 19 და 20 ივლისს მისი აღმოჩენის ადგილას არ იდგა.

პროკურატურამ, სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნებზე დაყრდნობით, განაცხადა, რომ ფოტომასალა დამონტაჟებული და გაყალბებული იყო.


თეგები :