• თბილისი
  • 20°C
  • 21 ოქტომბერი, 2020
article

საქართველოში კორონავირუსის 227 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 227 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 69 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია ვებგვერდ StopCov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 4140 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 1643 ადამიანი, 24 პაციენტი კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 5 390 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836, კოვიდ სასტუმროში - 640, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.


თეგები :