• თბილისი
  • 20°C
  • 21 ოქტომბერი, 2020
article

"ერთ-ერთ გამოკითხვის ოქმში სუს-ის თანამშრომელი დეტალურად აღწერს, თუ როგორ გადასცემდა თამარ ბაჩალიაშვილს გარკვეული წლების წინ "ფლეშკებს" და როგორ აძლევდა მას მითითებებს"

გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის განცხადებით, დღეს, თბილისის პროკურატურაში სუს-ის ყოფილი თანამშრომლის გამოკითხვის ოქმი მიიტანა, სადაც აღნიშნული პიროვნება დეტალურად აღწერს, თუ როგორ უგზავნიდა თამარ ბაჩალიაშვილს „ფლეშკებს“ და აძლევდა გარკვეულ მითითებებს.

"მე დღეს მოვიტანე ერთი გამოკითხვის ოქმი, რომელიც 3 აგვისტოთი თარიღდება, როდესაც სუს-ის თანამშრომელი დამიკავშირდა და რომელიც გამოკითხვის ოქმში პირადად, დეტალურად, აღწერს, როგორი ურთიერთობა და კონტაქტი ჰქონდა თამარ ბაჩალიაშვილთან, როგორ გადასცემდა მას გარკვეული წლების წინ, "ფლეშკებს" და როგორ აძლევდა მას მითითებებს. ამიტომ მოვედი, რომ დავეხმარო გამოძიებას. მე ყველაფერი ვიცოდი, ყველაფერს ვაკვირდებოდი და მაინტერესებდა, გამოძიება რას მოიმოქმედებდა. გადავცემ გამოძიებას გამოკითხვის ოქმს, მივუთითებ გვარებს და სახელებს, რაც გამოკითხვის ოქმში წერია და დაველოდები, რას მოიმოქმედებს გამოძიება. ეს ადამიანი ახლა არ მუშაობს, მაგრამ როდესაც მუშაობდა დაკავებული იყო იმ სფეროსთან, რომელიც დაკავშირებულია კომპიუტერებთან და პროგრამებთან. იმ ადამიანის, მისი ოჯახის წევრების უსაფრთხოების მიზნით, ჩემი ოჯახის წევრების უსაფრთხოების მიზნით მე აუცილებლად მივმართავ საქართველოში მყოფ ყველა ელჩს იმიტომ, რომ მე ძალიან ბევრი სხვა ინფორმაციაც მაქვს. მე იმასაც არ დავმალავ, რომ ბაჩანა ლობჟანიძესთანაც მქონდა გუშინ კონტაქტი და ამ ადამიანის სახელისა და გვარის გაგების შემდეგ, მას ჰქონდა სურვილი, რომ შემხვედროდა, მაგრამ დღეს მთელი დღეა ტელეფონი გამორთული აქვს",-განაცხადა რამიშვილმა.


თეგები :