• თბილისი
  • 25°C
  • 20 სექტემბერი, 2020
article

პოლიტიკური გაერთიანება “ლელოს” თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძის შეთავაზება ხელისუფლებას

მამუკა ხაზარაძე გამოდის ინიციატივით, მთავრობამ, ეროვნულ ბანკთან ერთად შექმნას დროებითი საგარანტიო  მექანიზმი, რომელიც საშუალებას მისცემს საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელსაც აქვს საკრედიტო ვალდებულების მომსახურების პრობლემა, მოახდინოს თავისი ვალდებულების რეფინანსირება, მინიმუმ 6 თვიანი საშეღავათო პერიოდით. ეს მოგვაგებინებს დროს, რათა დავძლიოთ პანდემიის და სახელმწიფოს არასწორი ეკონომიკური პოლიტიკით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის ყველაზე რთული პირველი 6 თვე და მოქალაქეებს მივცეთ შანსი, გამოიყენონ, მათ ხელს არსებული მცირე რესურსი რათა გაზაფხულიდან დაუბრუნდნენ ნორმალურ ცხოვრებას. 

ეს დროებითი მექანიზმი იქნება წინაპირობა, იმ 3 მილიარდიანი საგარანტიო ფონდისა, რომელიც, ლელოს მარშალის გეგმაშია მოცემული. 

“მე მაქვს ახალი შემოთავაზება, რატომღაც მთავრობამ ჩემი წინა შეთავაზება არ გაითვალისწინა. მე მათ შევთავაზე, შეექნათ 3  მლრდ-იანი  საგარანტიო ფონდი,  რომელიც ამ მდგომარეობამდე არ მიიყვანდა არც ლარს  და არც კომპანიებს, რომლებმაც დაკარგეს თითქმის ყველაფერი. თუმცა, ახლა კიდევ ვთავაზობ ალტერნატივას, შექმენით გარანტია, მოსახლეობისთვის რომ ის ძველი კრედიტები გადაფინანსდეს, ამით მოეხსნება ადამიანებს და ბიზნესებს სტრესი. ბანკებს კი შეუმსუბუქდებათ ფინანსური ვალდებულებები. 

ამ კრიზისს გადავივლით, გავივლით არჩევნებს, ამ სტრესს მოვუხსნით, როგორც ხალხს ასევე ეროვნულ ვალუტას, ამ შემთხვევაში არავინ არაფერს არ აგებს არც სახელმწიფო.  ეს ხალხი ვისაც ვალდებულება აქვს ბანკებში არიან გადახდისუნარიანები, სხვა შემთხვევაში ბანკები მათთან არ ითანამშრომლებდნენ. 

უნდა მოხდეს ახალი ისტორიის დაწყება, ახალი ათვლის წერტილის დაწყება. ეკონომიკა ამოისუნთქებს ბანკებს მოეხსნებათ რეზერვი, რითაც უზარმაზარ ზარალში მიდიან და ბანკების ზარალი პირდაპირ პროპორციულია ქვეყნის ეკონომიკის ნგრევისკენ. ამიტომ ვურჩევ მათ გაითვალისწინონ ჩვენი შეთავაზება,”-განაცხადა მამუკა ხაზარაძე. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის გამო სამსახურის გარეშე დარჩნენ, სასესხო ვალდებულებებისგან სამი თვით გათავისუფლდენენ. ამავე დროს “ლელომ” მთავრობას, 

 3-მილიარდიანი საკრედიტო საგარანტიო ფონდის შექმნას შესთავაზა. როგორც რამდენიმე თვის წინ, პარტიაში აცხადებნენ, აღნიშნული ფონდი მათ  მიერ შეთავაზებული 6 - მილიარდიანი ანტიკრიზისული მოდელის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია.ფონდი კი საშუალებას მისცემდა  კომპანიებს, შეენარჩუნებინათ  თანამშრომლების 80%.


თეგები :