• თბილისი
  • 21°C
  • 21 სექტემბერი, 2020
article

12-წლიანი კომის შემდეგ მომღერალი ჯაბა ბოჯგუა გარდაიცვალა

12-წლიანი კომის შემდეგ მომღერალი ჯაბა ბოჯგუა გარდაიცვალა. მომღერლის გარდაცვალების შესახებ სოციალურ ქსელში მისი დედა, მანანა გვასალია წერს.

"ამ დღის სულ მეშინოდა. ჯაბა აღარ მყავს. შენით ვარსებობდი და შენით ვსუნთქავდი დედი. სიცოცხლე შენს გამო მინდოდა. ჯაბა, ჩემო ერთადერთო...", - წერს მანანა გვასალია.

ჯაბა ბოჯგუა პატიმრობაში იმყოფებოდა, როდესაც გულის შეტევა დაემართა, კომაში ჩავარდა და მისი გამოჯანმრთელება ვერ მოხერხდა.


თეგები :