• თბილისი
  • 21°C
  • 21 სექტემბერი, 2020
article

ხელისუფლება გეგმაზომიერად ანგრევს ქვეყნის იმიჯს და რეპუტაციას

“ლელოს” გენერალური მდივანი და საბურთალოს ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბადრი ჯაფარიძე ევროპარლამენტარების განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მათი განცხადება ნათლად ასახავს  “ქართული ოცნების” “მუშაობის” სტილს. რადგან მმართველმა პარტიამ მოახერხა და საქართველოს შეუქმნა ჩრდილოვანი მმართველობის, პოლიტპატიმრებისა და მართული სასამართლოს ქვეყნის იმიჯი.

“ევროპარლამენტარების განცხადებები ცხადყოფს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მოახერხა, შეექმნა საქართველოსთვის ისეთი ქვეყნის იმიჯი, სადაც არის ჩრდილოვანი მმართველობა, სადაც არსებობენ პოლიტიკური პატიმრები, სადაც არის კონტროლირებადი მედია და კონტროლირებადი  სასამართლო. აქედან გამომდინარე,  აუცილებელია,  ჩვენ შევაჩეროთ ქვეყნის იმიჯის ნგრევა და ეს ხელისუფლება მშვიდობიანი გზით გავისტუმროთ ოცდათერთმეტ ოქტომბერს.

მე მინდა, მოვუწოდო დღევანდელ ხელისუფლებას, რომ შექმნას ყველა პირობა იმისათვის, რომ მაქსიმალური რაოდენობით ჩამოვიდნენ ქვეყანაში უცხოელი დამკვირვებლები. მათი არსებობა და მონაწილეობა არჩევნებში იქნება იმის გარანტი, რომ არჩევნები ჩატარდეს სამართლიან და მშვიდ გარემოში,”-განაცახადა ბადრი ჯაფარიძემ.


თეგები :