• თბილისი
  • 18°C
  • 01 ოქტომბერი, 2020
article

თურქეთში დასაქმებულ პირს დაბრუნების შემდეგ COVID-19 აღმოაჩნდა - ბათუმში ინფიცირების 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ბოლო 24 საათში, ბათუმში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დადასტურდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ინფიცირებულია ერთი მძღოლი, რომელიც ქვეყანაში თურქეთიდან შემოვიდა. მეორე პირი ასევე თურქეთის რესპუბლიკიდან შემოვიდა, რომელიც მეზობელ ქვეყანაში იყო დასაქმებული.

ორივე პირი საქართველოს მოქალაქეა და ორივე მათგანი კარანტინიდან იმყოფებოდა.

დღესვე გამოჯანმრთელდა 1 პირი.

დღეის მონაცემებით, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 18 პაციენტი რჩება კოვიდინფიცირებით.

13 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 19 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 10.

მთავრობის ოფიციალური საიტის, stopcov.ge-ს თანახმად, 12 აგვისტოს საქართველოში კორონავირუსის 1283 შემთხვევა გამოვლინდა, რომელთაგან 1068 გამოჯანმრთელდა, ხოლო 17 გარდაიცვალა.


თეგები :