• თბილისი
  • 18°C
  • 01 ოქტომბერი, 2020
article

მამუკა ხაზარაძე - “ქართული ოცნება“ თავის მიერ გაღატაკებულ ქვეყანაში გროშების დარიგებით ცდილობს არჩევნების მოგებას

„ლელო საქართველოსთვის” თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე მმართველი გუნდის მიერ 17 წლამდე მოზარდებისთვის  200 ლარიანი დახმარების დარიგებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ  “ქართული ოცნება“ თავის მიერ გაღატაკებულ ქვეყანაში გროშების დარიგებით ცდილობს არჩევნების მოგებას. 

“ქართულმა ოცნებამ” გააღატაკა და გააღარიბა მშობლები და დღეს უნდა, რომ მათ შვილებზე რაღაც გროშების დარიგებით მოიგოს არჩევნები. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე ვემხრობი ნებისმიერ მხარდაჭერას, თუ ამას მოაქვს რაღაც გრძელვადიანი ეფექტი.

დღეს „ქართულმა ოცნებამ“ მისი პრემიერის თამადობით თქვა, რომ ქვეყანა შედის ეკონომიკურ კრიზისში. ქვეყანა შესული იყო ეკონომიკურ კრიზისში პანდემიამდე, ქვეყანა გაღარიბებული იყო პანდემიამდე და უბედურება ის არის, რომ „ოცნების“ გასტუმრების მერე, ჩვენი და თითოეული თქვენგანის გადასახდელი იქნება ის ვალი, რომელიც მათ აიღეს ქვეყანაში. ბიუჯეტის თითქმის 50%  ვალით არის შედგენილი და ეს ვალი ისე გაანიავეს ამ წინასაარჩევნო საჩუქრებით, რომ ქვეყნა ჩააგდეს უფრო მძიმე მდგომარეობაში, ვიდრე ის იყო პანდემიამდე,”- აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.


თეგები :