• თბილისი
  • 18°C
  • 28 ოქტომბერი, 2020
article

მტკვარში გარდაცვლილი მამაკაცის ცხედარი იპოვეს

თბილისში, მეტეხის ტერიტორიაზე, მდინარე მტკვარში გარდაცვლილი მამაკაცის ცხედარი იპოვეს. სამაშველო სამუშაოების ფარგლებში ამ წუთებში ცხედრის ამოყვანა მიმდინარეობს.

ექპერტ-კრიმინალისტები ცხედარს შემთხვევის ადგილზე ამოწმებენ, შემდეგ კი მას სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენებენ. მამაკაცის ვინაობა ჯერ-ჯერობით უცნობია. 


თეგები :