• თბილისი
  • 18°C
  • 01 ოქტომბერი, 2020
article

თამარ ბაჩალიაშვილის ლეპტოპის გახსნა ამ დრომდე ვერ ხერხდება - ადვოკატი აშშ-ის ფედერალური ბიუროს ექსპერტების ჩამოყვანას ითხოვს

რა გახდა 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის სიკვდილის მიზეზი - ექსპერტიზის პირველადი დასკვნა რამდენიმე დღეში მზად უნდა იყოს. ოჯახის ადვოკატი ამბობს, რომ სწორედ ამ დასკვნაზეა დამოკიდებული თუ რა მიმართულებით წავა გამოძიება.

"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, ამ დრომდე ვერ ხერხდება დაღუპული გოგონას კუთვნილი ლეპტოპის გახსნა. ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი, საჭიროების შემთხვევაში საქმეში ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური ბიუროს წარმომადგენლებიც ჩართვას მოითხოვს. ოჯახის უფლებადამცველი აპირებს ასევე საგამოძიებო უწყებებს ოფიციალურად მოსთხოვოს გოგონას ძებნის დროს დრონიდან და ვიდეო კამერებით გადაღებული კადრების მათთვის გადაცემა.

"სასწრაფოდ იყოს ამოღებული ვიდეო-სათვალთვალო კამერებიდან ჩანაწერები, დრონის ჩანაწერები. რადგანაც ვერ ხდება ნოუთბუქის გახსნა, დავახმარ დამხმარე ძალას. 21-ე საუკუნეში თუ არ არსებობს ნოუთბუქების ექსპერტიზები, გახსნა ვისაც შეუძლია, მაშინ მოვითხოვ ფედერალური ბიუროდან ექსპერტების ჩამოყვანას, იქნებ იმათმა გახსნან, რადგან, როგორც ჩანს, შესაძლოა, საკმაოდ სერიოზული ინფორმაცია ინახებოდეს. როცა იქნება დასკვნა, მერე უკვე გვექნება შესაბამისი რეაგირება,"-აცხადებს ადვოკატი.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს დაიკარგა. 4 დღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივლისს მისი ცხედარი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, საკუთარ ავტომობილში იპოვეს.


თეგები :